მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ასევე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
მათ შორის, 4 მარტს, შუბნის საჯარო სკოლაში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიება იყო შემოქმედებითი, კრეატიული და შინაარსობრივი.
შეხვედრაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს ესეები, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, წარმოადგინეს ვიდეოჩანაწერები - ინტერვიუები დედებთან და თავიანთი ხელით შესრულებული ნახატები.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მასწავლებლები: სოფიკო სურმანიძე, ინგა ფუტკარაძე და გურამ ბერიძე.
შეხვედრა შეაჯამა სკოლის დირექტორმა ტარიელ ფუტკარაძემ, ყველა დედას მიულოცა 3 მარტის დღესასწაული. მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, მონაწილეებს, ისაუბრა დედის როლზე საქართველოს ისტორიაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ: მოსწავლეები, მასწავლებლები და სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
„მადლობა ჩვენი სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობას, მასწავლებლებს, დამსწრე საზოგადოებას ამ დღისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს