მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ლოზუნგის - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ გაერთიანდნენ. გაიმართა შემეცნებითი საუბარი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
მოსწავლე-მასწავლებლებმა დაუნის სინდრომის შესახებ არსეული მითები ერთად დაამსხვიერს.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს