მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება და აქტივობა იმართება.
21 მარტს, მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. უფროსკლასელებმა გარემოს დაცვასა და გაფრთხილებაზე ინტერნეტში მოიძიეს მასალები, დაამზადეს პოსტერი და სხვადასხვა ტრაფარეტული წარწერები.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კი ინსცენირებები წარმოადგინეს და წაიკითხეს ლექსები.
ბიოლოგიის მასწავლებელმა - ლიანა ფუტკარაძემ ისაუბრა ტყის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე. აუხსნა და მოუწოდა მოსწავლეებს, რომ ყოველწლიურად დარგონ ხეები, იზრუნონ და გაუფრთხილდნენ ბუნებას, რადგან ტყე - ჩვენი ჯანსაღი ფილტვებია.
21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა. გარემოსდაცვითი დღესასწაული მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ტყის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს