მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. შესაბამისად, სკოლაში ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება.
22 მარტს, მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებისთვის წყლის რესურსების დაზოგვისა და მოფრთხილების მნიშვნელობაზე პრეზენტაცია ჩატარდა.
„მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში პრეზენტაციის საშუალებით, საგაკვეთილო პროცესთან ერთად, დაწვრილებით შევძელით წყლის უნიკალური და საოცარი თვისებების შესახებ გვესაუბრა და გავცნობოდით უნიკალურ მასალებს, რომელიც ეყრდნობოდა 12-წლიან მუშაობას და 10 000 ცდისეულ ფაქტს. ამ ფაქტების მეცნიერული ახსნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.თურმე წყალს გააჩნია მეხსიერება! მეხსიერება ნიშნავს, რომ წყალს შეუძლია შეინახოს ინფორმაცია. წყალზე ზემოქმედება შეუძლია ყველაფერს, მათ შორის მუსიკასაც! ეს ზემოქმედებები მასში აისახება, ფიქსირდება და გამოვლინდა ცდით. წყლის გაყინვის შემდეგ ზემოქმედების ხასიათი მისი კრისტალების ფორმებშია ასახული. წყლის ეს თვისება საოცრადაა გამოყენებული ჰომეოპათიაში. ნაკურთხ წყალშიც იგივე მოვლენა ხდება - სასიკეთო ინფორმაციის დამახსოვრება“, - გვიყვება მოსწავლეთა პედაგოგი.
დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა და დისკუსიებით გამოირჩა. ინტერესი მაღალი იყო, ვინაიდან მსგავსი ინფორმაცია ახალგაზრდებისათვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა და მათი მხრიდან კითხვებიც მრავლად დაისვა.
„ვფიქრობ ნაყოფიერად ჩაიარა სწავლების პროცესმა და შედეგზეც გავედით. კიდე უფრო გაიზარდა ინტერესი ბიოლოგიის მიმართ. მადლობა ახალგაზრდებს სიღრმისეული დაინტერესებისათვის“,- აღნიშნავს მოსწავლეთა ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ამინდი არ გაუმჯობესდა, სწავლა არ აღდგება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობა შემეცნებითი და რაც მთავარია საინტერესო აღმოჩნდა
მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები წიგნებიდან, ისაუბრეს საყვარელი გმირების შესახებ, თანატოლებს გაუზიარეს შთაბეჭდილებები