მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დიგენის მუნიციპალიტეტის, დერცელის საჯარო სკოლაში, პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ზრუნავენ, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიან განათლება და იმავდროულად ცოდნის ტაძარში იყოს უსაფრთხო, ტოლერანტული მეგობრული გარემო.
სწორედ ამიტომ, სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა უწყვეტი პროცესია, ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებაც და მოსწავლეებიც თანატოლებთან ერთად აქტუალურ საკითხებზე საინტერესო პრეზენტაციებს სთავაზობენ უმცროს მეგობრებს.
ამჯერად მოსწავლეთა პრეზენტაცია დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა;
ბავშვებმა დაამზადეს ბუკლეტები, მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები და თანატოლებს იმ წარმატებული ადამიანების შესახებ უამბეს, რომლებსაც აქვთ დაუნის სინდრომი.
„21 მარტს დერცელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუკლეტები დაამზადეს, სადაც დაუნის სინდრომსა და მის გამომწვევ მიზეზებზე შეიტანეს ინფორმაცია. აგრეთვე გაიცნეს დაუნის სინდრომით დაბადებული ყველაზე წარმატებული ადამიანები და შექმნეს კედლის პოსტერები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პრაქტიკული რჩევები ბაღის პედაგოგებისა და მშობლებისთვის - ბავშვებში სურსათის გადაცდენის რისკის შესამცირების გზები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დარჩელის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა სასწავლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი კონფერენცია თემაზე: „მათემატიკის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში“