მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
მათ შორის, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებსა და პრევენციის გზებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეებს სამართლის ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია ესაუბრა. სტუმარმა აღნიშნა, რომ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა, როგორც ადამიანის უფლებების უხეში, დაფარული და ამავდროულად, ყველაზე გავრცელებული დარღვევა, მსოფლიოსთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. ისაუბრა ძალადობის ფორმებზე და პრევენციის გზებზე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრა და თანამშრომლობა.
აქტივობები სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს