მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ინფორმაციული აქტივობით შეუერთდა.
აქტივობა საშუალო საფეხურის თვითმმართველობისა და დაწყებითი კლასის დამრიგებლების ერთიანი ძალისხმევით გაიმართა, მოსწავლეები ამ დღის არსსა და მნიშვნელობას გაეცნენ.
„სამყარო, რომელშიც ცხოვრებას ვისურვებდით სავსე უნდა იყოს ბედნიერებით, სიყვარულითა და პოზიტივით. ერთი ქრომოსომა არ უნდა წყვეტდეს ადამიანის ბედს. საზოგადოება მხოლოდ ერთმანეთის თანადგომითა და სიყვარულით შეძლებს მიაღწიოს ამ დიად მიზანს“, - ამ სიტყვებით, ხაზი გაესვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანები იყვნენ ჰუმანურები და რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას ფლობდნენ ამა თუ იმ საკითხზე.
სკოლაში, საინტერესო აქტივობისთვის მადლობას უხდიან კლასის დამრიგებლებს: ირმა ივანაძეს, მაია ვასაძეს, ნარგიზ ხოზრევანიძეს და სალომე საგინაძეს. აღსანიშნავია, რომ აქტივობის თანაორგანიზატორი საშუალო საფეხურის თვითმმართველობის თავჯდომარე თამუნა ანთაძე გახლდათ.
ცნობისთვის, 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დაუნის სინდრომი - ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს