„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ - დაბა თიანეთის N2 სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას აქტიურად შეუერთდა
25-03-2024
დაკოპირებულია
-
+
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა დაუნის სინდრომის მსფოლიო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის სპეცმასწავლებელმა - მაია ფოლადიშვილმა ღონისძიება „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ ჩაატარა, რომელშიც მე-11 კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ.
ღონისძიების დასაწყისში, სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა - თამარ ცალუღელაშვილმა დაუნის სინდრომის შესახებ საინტერესოდ ისაუბრა. მან მოსწავლეებთან ერთად დაამსხვრია ის სტერეოტიპები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს.
ეს დღე ინფორმაციული და საინტერესო იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
სკოლაში, მე-11 კლასელებს ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობას უხდიან.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.