მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, მოსწავლეები აქტიური გარემოსდაცვითი საქმიანობით გამოირჩევიან.
21 მარტს, ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოსკოლელები, ეკოკლუბი „ფესვები“, სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკესა“ და eTwinning-ის ჯგუფის წევრები აქტიურად ჩაერთნენ ტყის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში.
ამ დღის აღნიშვნის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ტყის მნიშვნელობის თემაზე და გარემოზე ზრუნვაზე.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ხეების დარგვის აქცია. მოსწავლეებმა შინმოუსვლელთა მემორიალის ტერიტორიაზე დარგეს სხვადასხვა სახეობის ხეები, მოაწყვეს პრეზენტაციები, შექმნეს ნახატები და პოსტერები.
აქტივობებს ხელმძღვანელობდნენ სკოლის დირექტორი ლულა ხვიჩავა და პედაგოგები - მზია ქარდავა, მაია არახამია, ირინა სოსელია და ნინო ჯოჯუა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს