მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მელაურის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს კლასის საათი დაეთმო.
კლასის საათი ლოზუნგით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ 21 მარტს, მე-3 კლასში ნინო ჭანტურიას ხელმძღვანელობით ჩატარდა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე. ამოატივტივეს ორი საკითხი, რაც განახორციელეს აქტივობის სახით - „განსხვავებულობა“ და „მსგავსება“ - „ჩვენ ერთნაირები ვართ“.
ასევე უყურეს თემატურ ვიდეორგოლს. მოსწავლეები აქტივობებში დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს