მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა ამ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომელთა შესახებაც პრეზენტაციები გააკეთეს.
ბავშვებმა აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ნარჩენების გადამუშავება და გარემოს მოფრთხილება.
მათ საზოგადოებას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა შეახსენეს და წვლილი შეიტანეს ნარჩენების მართვის მიმართულებით, ცნობიერების ამაღლების საქმეში.
ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 2018 წლიდან აღინიშნება და მიზანად ისახავს მსოფლიო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების გადამუშავების შესახებ და მოგვიწოდებს ნარჩენების მართვის თანამედროვე და მდგრადი მოდელების დანერგვისკენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს