მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში, ცნობილი სომეხი მწერლის - ჰოვანეს თუმანიანის გარდაცვალებიდან 155 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებას მშობლიური ენის მასწავლებელი ნინა სირაკანიანი ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა მწერლის შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც შემდგომ კლასში გააჟღერეს.
აქტივობებში ისინი დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები, აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს