მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მაია კუდუხოვი თბილისის N219 საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგია, რომელიც მოსწავლეთა ინტერესებზე და ინდივიდუალურ საჭიროებებზეა ორიენტირებული. როგორც თავად გვიყვება, მასწავლებლის მთავარი მისია და წარმატება მოსწავლეებში ცოდნისწადილის გაღვივება - ამ მოტივით კი ზრდის განსწავლულ ახალგაზრდობას და აღნიშნავს, რომ მათთვის სამართლიანი, თბილი, მოსიყვარულე, ზომიერად მკაცრი და მომთხოვნია.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მაია კუდუხოვთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- საკუთარი საქმის სიყვარული, სწავლის პროცესში მოსწავლეთა ინტერესებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებულობა, მოსწავლეებთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- საკლასო წესების კლასის ჩართულობით შემუშავებას, მოსწავლეთა მიერ წესების დაცვის საჭიროების გაცნობიერებას, მოსწავლეთა მაქსიმალურად ჩართვას საკლასო აქტივობებში წინასწარ ქცევის წესების შეხსენებით, წესების დაცვისთვის წახალისების ფორმების არსებობა.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- დააკვირდი, დაფიქრდი, გამოიტანე დასკვნა...
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- საკუთარ თავს დავარწმუნებდი, რომ არ ღირს გამოცდებზე ნერვიულობა, სწავლა და შრომა დამიფასდება, ყველაფერს შევძლებ!
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- სამართლიანი, თბილი და მოსიყვარულე, ზომიერად მკაცრი, მომთხოვნი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- დიდი წარმატებისკენ ყოველთვის მივყავართ ყოველდღიურ მცირე გამარჯვებებს და პატარა წინ გადადგმულ ნაბიჯებს. მოსწავლეებში ცოდნისწადილის გაღვივება - ესაა მასწავლებლის ყველაზე დიდი წარმატება.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ძალიან მიყვარდა კითხვა, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. წიგნი იყო და არის ჩემი საუკეთესო მეგობარი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.