სიახლეები
პიროვნება

„მიყვარს ბავშვები და ვცდილობ ჩავწვდე თითოეულის სულს, აღმოვაჩინო მათი შესაძლებლობები“ - ნანა გოგოჭური, თბილისის N219 სკოლის მასწავლებელი
25-03-2024
-
+


 „ეს არის სწორედ ის პროფესია, სადაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, მიყვარს და მეამაყება“ - ეს სიტყვები თბილისის N219 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნანა გოგოჭურს ეკუთვნის, პედაგოგის ოჯახში აღზრდილი და მასწავლებლობით ბავშვბიდან მოხიბლული დღეს თავად ზრდის თაობებს,  მისთვის ყველაზე დიდი წარმატებაა, რომ ქართული ენისა და სამშობლოს სიყვარული გააღვივა მოსწავლეებში და წინ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნანა გოგოჭურთან

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ვთვლი, რომ მასწავლებელი უნდა იყოს სამართლიანი და გულწრფელი და მზრუნველი.

- საკლასო ოთახში  დისციპლინა ნიშნავს...

- სასკოლო ცხოვრება და დისციპლინა ურთიერთგანუყოფელია, რადგან დისციპლინის გარეშე ვერ შედგება წარმატებული საგაკვეთილო პროცესი. მოსწავლეებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ ის დისციპლინარული წესები, რომელიც მასწავლებელმა მათთან ერთად შეიმუშავა და საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილზე განათავსა.

ბავშვის პიროვნულად ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს სკოლა და მასწავლებელი, სკოლა კი ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს დისციპლინას. იმისათვის, რომ მოსწავლე ცოდნასაც ეზიაროს და ამავდროულად შედგეს პიროვნებად, აუცილებელია, გრძნობდეს მისი პიროვნების აღიარებას სასკოლო ცხოვრებაში. ამას სწორედ საგაკვეთილო პროცესი არეგულირებს. ამდენად, დისციპლინა აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია საგაკვეთილო პროცესში.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- როგორ ფიქრობთ; თუ რამე ვერ გაიგეთ, მკითხეთ; ყოჩაღ, ძალიან კარგი ბიჭი/გოგო ხარ!

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- დღეს აბიტურიენტებს მეტი შესაძლებლობა აქვთ განვითარდნენ, რადგან  XXI საუკუნეში სწავლისადმი თანამედროვე მიდგომები და კომპიუტერული ტექნოლოგიები უსაზღვრო შესაძლებლობას იძლევა განვითარებისა.

მე რომ დღეს აბიტურიენტი ვიყო, არც ერთ შესაძლებლობას არ გავუშვებდი ხელიდან პიროვნული თუ პროფესიული განვითარებისთვის. პროფესიად კი, ცალსახად, ისევ მასწავლებლობას ავირჩევდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- როგორი მასწავლებელი ვარ, საინტერესო იქნებოდა ამისი პასუხი ჩემი მოსწავლეებისგან მომესმინა, თუმცა, ვთვლი, რომ მაქვს ყველა ის თვისება, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც სურს, იყოს მასწავლებელი.

ვფიქრობ, ვარ გულწრფელი, სამართლიანი, მიყვარს ბავშვები და ვცდილობ ჩავწვდე თითოეულის სულს, აღმოვაჩინო მათი შესაძლებლობები, მისწრაფებები და დავეხმარო მის აღმოჩენასა და განვითარებაში.

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- არც ისე დიდ გზაზე ჩემი მასწავლებლად მუშაობისა, ვთვლი, ქართული ენისა და სამშობლოს სიყვარულის გაღვივება გარკვეულწილად შევძელი და- მიხარია. მათი გაცისკროვნებული და ბედნიერი სახეების ყურება  ჩემთვისაც დიდი  მოტივაციაა.

- მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მოსწავლეობის პერიოდიდანვე მაინტერესებდა მასწავლებლის პროფესია და ყოველთვის სიამაყით აღვნიშნავ, რომ სწორედ ამ დროს  დავისახე მიზნად, გავმხდარიყავი მასწავლებელი.

დიახ, ასეა, ჩემი პროფესიის განსაზღვრაში დიდი როლი აქვს ჩემს ოჯახს, ვინაიდან დავიბადე და აღვიზარდე პედაგოგების ოჯახში.  ბავშვების მიმართ ჩემი სიყვარულიც სწორედ აქედან იწყება. ბედნიერი ვარ, რომ  ცხოვრებაში მიზანს მივაღწიე, რადგან ეს არის სწორედ ის პროფესია, სადაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, მიყვარს და მეამაყება.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება