სიახლეები
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემი მოწოდებაა“ - მარინე პეტრიაშვილი, თბილისის N219 საჯარო სკოლის პედაგოგი
25-03-2024
-
+


მარინე პეტრიაშვილი თბილისის N219 საჯარო სკოლის მასწავლებელია, რომლისთვისაც პედაგოგობა მოწოდებაა, ჯერ თავად შთააგონა საყვარელმა მასწავლებელმა, ახლა კი თვითონ იქცა მოსწავლეებისთვის სამაგალითო პიროვნებად. მოსწავლეები მის მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევიან, გამოხატავენ სიყვარულს, რაც მისთვის დიდი მოტივაცია და ბედნიერებაა. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მარინე პეტრიაშვილთან:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება... 

- პირველ რიგში, უყვარდეს ბავშვები, იყოს მათთან მეგობრული, იყოს ემპათიური, ეს ხელს შეუწყობს მათ ურთიერთობას, გაკვეთილის დაგეგმვისას გაითვალისწინოს მოსწავლეთა ცოდნის დონე და ინტერესი. 

- საკლასო ოთახში  დისციპლინა ნიშნავს...

- ურთიერთპატივისცემას, მოსწავლეთა ჩართულობასა და საგნით დაინტერესებას, ერთმანეთის აზრის მოსმენასა და უკუკავშირს. 

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- აბა, გენაცვალე, გისმენ, ღიად გამოთქვი შენი აზრი, პატივს ვცემ თითოეულის მოსაზრებას. ჩემო მერცხლებო, ყურადღებით მომისმინეთ!

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- კვლავ ჩემს პროფესიას ავირჩევდი, რადგან მასწავლებლობა ჩემი სულიერი მოწოდებაა, ეს განაპირობა ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მზია მარკოზაშვილის სიყვარულმა და ბავშვებთან მიდგომამ. 

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ჩემი მოსწავლეები კომენტარებში ხშირად მწერენ, რომ ვენატრები, ვარ მათთვის კარგი პიროვნება, თბილი, ყურადღებიანი. ეს მე მოტივაციას მიმაღლებს და ენერგიას მმატებს. 

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ეს არის საინტერესო და ხალისიანი გაკვეთილი, მოსწავლეები ვაზიარე პოეზიის სიბრძნესა და სიყვარულს, ყოველი გაკვეთილის ბოლო 5 წუთი, პოეზიის დროა. ამ დროს ჩვენ „ვტკბებით“ და პოეზიით „ვთვრებით“. 

- მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი, საგანიც მიყვარდა და მასწავლებელიც. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს პროფესია უნდა ამერჩია. ამით მე ბედნიერი ვარ, მაინტერესებდა ჩემი თავი მასწავლებლის ამპლუაში და აი, ყოველ ცისმარე დღეს, მივუყვები სკოლისაკენ სავალ გზას. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება