სიახლეები
პიროვნება

„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს ურთიერთგაგებას“-  მზევინარ არძენაძე, ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგი
25-03-2024
-
+


მზევინარ არძენაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელია, რომლისთვისაც სსსმ მოსწავლეთა 
თითოეული თამამი ნაბიჯი დიდი წარმატებაა. მისთვის გულწრფელობა, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ჯანსაღი დამოკიდებულება მნიშვნელოვანი ფაქტორებია წარმატებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად. მასწავლებლობა ბავშვობიდან სურდა, ახდენილი ოცნებით კი, ახალი თაობების სამსახურში დგას. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მზევინარ არძენაძესთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ბავშვების სიყვარული, მოსმენის უნარი, გულწრფელობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ურთიერთგაგებას. როცა მოსწავლეს და მასწავლებელს ერთმანეთის ესმის მაშინ გაკვეთილი მშვიდად მიმდინარეობს.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- მოვუსმინოთ ერთმანეთს, ყურადღება.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- უკეთესად ვიმუშავებდი არჩეულ პროფესიაზე

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ცოტა მკაცრი და მზრუნველი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ჩემი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების თითოეული წარმატებული ნაბიჯი.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მასწავლებელი ვყოფილიყავი.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება