მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლას პროფესიონალი დირექტორი გია ბიძიშვილი დიდი წარმატებით უძღვება. მისი მთავარი საზრუნავი მოსწავლეთა მოტივირება, ცოდნის გაღრმავება და ინტერესების დაცვაა.
მისი თქმით, კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება საგნის ცოდნა, პასუხისმგებლობა და ბავშვების სიყვარულია. თავადაც სწორედ ამ პრინციპებით მოქმედებს. დირექტორმა სხვადასხვა საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- საგნის ცოდნა, პასუხისმგებლობა და ბავშვების სიყვარული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოსწავლეებთან ერთად შექმნილი ქცევის წესების დაცვა. მშვიდი და უსაფრთო გარემოს შექმნა იდეალური სასწავლო პროცესისთვის.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- გავაძლიერებდი უცხო ენების სწავლებას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- საუკეთესო ლიდერი, მეგობრული, სამართლიანი.
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ბავშვების დიდი სიყვარული და პატივისცემა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- სპორტი და უცხო ენა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.