მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„კარგი მასწავლებლის უცილებელი თვისებებია ბავშვებისა და პროფესიის სიყვარული, ნდობა და გულწრფელობა“,- ამბობს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ნინო მიქაძე.
ის მოსწავლეებს საინტერესო, შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობს. მისი კომპეტენტური აზრი კი სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამჯერად, მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუს უპასუხა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ბავშვებისა და პროფესიის სიყვარული, ნდობა და გულწრფელობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- მე მჯერა თქვენი შესაძლებლობების, მეამაყებით და მეიმედებით!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ ჩემს პროფესიას ავირჩევდი, რადგანაც ძალიან მიყვარს ბავშვები და ვთვლი, რომ მოწოდებით მასწავლებელი ვარ.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მიზანდასახული, ენერგიული, შეუპოვარი და სამართლიანი.
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო და მიღწევა ბავშვების სიყვარულია, რომელსაც არაფერი შეედრება.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- დიდი ცნობისმოყვარე მოსწავლე ვიყავი, ყოველთვის მაინტერესებდა როგორი ცხოვრება ჰქონდათ ჩემს მასწავლებლებს გაკვეთილების მიღმა, რადგან ისინი მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ ჩვენთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.