მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინო კიკნაველიძე აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, რომლისთვისაც წარმატებული გაკვეთილი დისციპლინის საწინდარია, ის არ უშინდება სირთულეებს. ბავშვებისადმი სიყვარულითა და მაღალი პროფესიონალიზმით კი, ცდილობს თითოეულ მოსწავლეს მაღალი ხარისხის განათლება შესთავაზოს.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ნინო კიკნაველიძესთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ბავშვების სიყვარული, პასუხისმგებლობა და გადმოცემის კარგი უნარი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- წარმატებულ გაკვეთილს!
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- მოისმინეთ, დაიმახსოვრეთ და გამოიყენეთ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- თავიდანვე პედაგოგიურში ჩავაბარებდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ძირითადად სულ ვეფერებით ერთმანეთს და იმედია ჩემდამი სითბოს გამოხატავენ.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მცირემხედველ მოსწავლეს ვასწავლე წერა და კითხვა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- დაბალი შეფასების თანაკლასელებთან მუშაობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.