მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნანა ხარაიშვილი აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია, რომლისთვისაც სამართლიანობა, მოსწავლის სიყვარული და სითბო ის მთავარი ღირებულებებია, რაც კარგ მასწავლებელს უნდა გააჩნდეს - ამ მოტივით კი, ცდილობს მოსწავლეებისთვის სამაგალითო იყოს. მოწაფეთა მოტივაციაზე ზრუნვა, ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარება და თავის საქმიანობის უსაზღვრო სიყვარული - ეს არასრული ჩამონათვალია იმ თვისებებისა, რომლითაც შემკულია პედაგოგი, ბავშვობიდანვე თავის პროფესიაზე შეყვარებული, დღეს ამაყად დგას ახალი თაობების სამსახურში.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნანა ხარაიშვილთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- სამართლიანობა, მოსწავლის სიყვარული, სითბო.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარებას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- შენ გააკეთებ, მიზანს მიაღწევ, შენ შეგიძლია, შეუძლებელი არაფერია, მთავარია მოინდომო.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ პედაგოგიურზე ჩავაბარებდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ჩემი აზრით დადებითად.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- სსსმ მოსწავლესთან მიღწეული შედეგი.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ინგლისური ენის მასწავლებლობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.