მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოზე ზრუნვასა და ბუნების მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, მათი ხელმძღვანელობით, სკოლაში, გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში, ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ინტეგრირებული სასწავლო პროექტ-აქტივობა Save Forest - „ტყე შეუნახე შვილებსა“ ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ინგლისური და გერმანული ენის წამყვანი პედაგოგი იზო დანელია.
პროექტი ორი საგნის - ინგლისური ენისა და ბიოლოგიის ინტეგრირებით განხორციელდა.
სკოლის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მოინახულეს ზუგდიდში, დადიანების სასახლე, სადაც შეარჩიეს სხვადასხვა საგანმანათლებლო - შემეცნებითი პროგრამა, კერძოდ „ევროპული მემკვიდრეობა დადიანებში“ და „ევროპული ბაღი და ეკოლოგია“.
ისინი, ასევე, სალექციო ფორმატში გაეცნენ დადიანების ევროპული ბაღის შექმნის ისტორიას. მოსწავლეებს შორის გაიმართა დისკუსია. მათ ისაუბრეს ტყის მნიშვნელობასა და მოვლაზე.
„ძალიან შთამბეჭდავი იყო, პრაქტიკული ნაწილი, რომელიც მოიცავდა სახალისო აქტივობას, ბავშვებმა საკუთარი ფანტაზიით შექმნეს პლაკატები, სადაც გამოსახეს არსებული პრობლემა და გააკეთეს პრეზენტაცია“, - გვიყვებიან სკოლაში.
ასევე, სკოლის მოსწავლეებმა ტყის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მშობლიურ სკოლაში დაასუფთავეს სკოლასთან ახლოს მდებარე ტყის საცავი, დარგეს ეზოში ხეები, არსებულ თემასთან დაკავშირებით გააკეთეს პრეზენტაციები, შექმნეს ქართულ და ინგლისურ ენაზე პოსტერები.
აღსანიშნავია, რომ ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მოსწავლე დავით კვარაცხელია მონაწილეობდა. ის, როგორც სკოლაში გვიყვებიან, უკვე მესამე წელია სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე პრეზენტაციებს აკეთებს. ამჯერად, კი საინტერესო თემატური პრეზენტაცია სწორედ ამ კონფერენციაზე გააკეთა.
პროექტ-აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ეკოლოგიასა და გარემოს დაცვის პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს