მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N45 საჯარო სკოლის პედაგოგი, მაია შურღაია etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს და საკუთრ პედაგოგიურ გამოცდილებასაც გვიზიარებს.
წარმატებულ სკოლას ხომ დირექციასთან ერთად, პროფესიონალი პედაგოგები ქმნიან, რომლებმაც ზედმიწევნით იციან მოსწავლეთა საჭიროებები, თანამედროვე განათლების სისტემის გამოწვევები და ისი, თუ როგორ უნდა შეაყვარონ ბავშვებს სწავლას.
აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა მასწავლებლების წარმატების ფორმულისა და იმის ცოდნაც, რას მიიჩნევენ პროფესიულ მიღწევად?
მაია შურღაია ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში წამყვანი მასწავლებელია და გვიმხელს, რა აუცილებელი თვისებები უნდა ჰქონდეს პროფესიონალ პედაგოგს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- შრომისმოყვარეობა, სამართლიანობა, ბავშვების სიყვარული...
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ბავშვების მიერ წინასწარ შემუშავებული წესების დაცვას და აქტივობების გამართულად წარმართვას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- დავუკვირდეთ...
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ავირჩევდი იგივე პროფესიას, მაგრამ სწავლების მეთოდები იქნებოდა მრავალფეროვანი, ახალი ტექნოლოგიებით და ვირტუალური ლაბორატორიებით დატვირთული.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მეგობრულ, თბილ, მოსიყვარულე, აქტიურ მასწავლებლად.
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- STEM ფესტივალში მონაწილეობა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ცდების ჩატარება და დაკვირვებები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.