მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში პედაგოგი განსაკუთრებულ როლს ასრულებს. განსაკუთრებით აღმატებულია დამოკიდებულება დაწყებით კლასებში, თუმცა წლებთან ერთად, ბავშვები იზრდებიან და ხვდებიან, რომ მათთვის საყვარელი მასწავლებლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც დგანან რიგით ჯარისკაცებად, მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და თავს არ ზოგავენ, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.
თუმცა იქვე გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეებს ძალიან აინტერესებთ, რას ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხზე მასწავლებლები, რა აინტერესებდათ მოსწავლეობისას, შეცვლიდნენ თუ არა რამეს, ახლა აბიტურიენტები რომ იყვნენ?
სხვათა შორის, აღნიშნულ კითხვებზე პასუხებს თავად პედაგოგებიც არ გაურბიან და etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გულახდილად საუბრობენ არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ კოლეგებისთვის საინტერესო საკითხებზეც.
ამჯერად რუბრიკის სტუმარი, ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარ ისაკაძე გახლავთ.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- პროფესიონალი,გულისხმიერი,ინოვატორი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- კლასში პასუხისმგებლობასა და პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე:
- ყოჩაღი ხარ, ყველაფერი გამოგივა.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ ჩავაბარებდი პედაგოგიურ ფაკულტეტზე...
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები.
- პოზიტიურ, მეგობრულ, ობიექტურ მასწვალებლად.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- არის სმენის არმქონე მოსწავლეებთან მუშაობით მიღებული შედეგები - ესაა მასწავლებლის მიღწევაც და წარმატებაც.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ჩვენი ქვეყნის ისტორია, ლეგენდები და გმირები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.