მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N45 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, სკოლაში თანამშრომლობითი კულტურა, პოზიტიური, უსაფრთხო გარემო უმაღლეს დონეზე იყოს და მოსწავლეები მთავარ ადამიანურ ღირებულებებზე ვითარდებოდნენ.
რა არის საჭირო, რათა სკოლა იყოს საუკეთესო? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც არც მზა პასუხები არსებობს და არც წარმატების მზა ფორმულა, თუმცა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები დაგვეხმარება, შევადგინოთ ერთიანი სურათი, რომელიც რეალურად დაგვანახებს, რა სჭირდება თანამედროვე სკოლას წარმატებისთვის.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს, ქუთაისის საჯარო სკოლის დაწყებითების მასწავლებელი - ნინო ჭელიძე პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
ა) საქმის და ბავშვების სიყვარული;
ბ) სიტუაციის მართვის უნარი;
გ) ბავშვების აზრის გაზიარება.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ყველა გაკვეთილის პოზიტიურად დაწყება და ასევე დამთავრება.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „ყოჩაღ!“ „კარგია!“ „არა უშავს, შემდეგ შევძლებთ“...
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ ამ გზას ავირჩევდი
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მოსიყვარულე, კეთილ მასწავლებლად.
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ბავშვების სიყვარული.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- საქართველოს ისტორია - არქეოლოგიური გათხრები და ძველი ქართული ცივილიზაციის კვლევა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.