მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N30 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბი აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები, სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობასა და ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, მათი ინიციატივით, სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები განხორციელდა.
მოსწავლეებმა თემატური, საინფორმაციო პოსტერები მოამზადეს და ნახატები შექმნეს.
აქტივობებში Iბ, VIა, VIIIბ და XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ კი ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: ზეინაბ ქოქოლაძე (კლუბის კურატორი), ლელა ქოქოლაძე (Iბ კლასის დამრიგებელი).
მოსწავლეები სლოგანის - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ გაერთიანდნენ და დაუნის სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს