მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთს ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. აქტიურად აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და თარიღი.
ახალხან, დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში ინგლისური და ქართული ენის კათედრების ორგანიზებით ჩატარდა პოეზიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიება მე-8-მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ ღონისძიების დაგეგმვაში, თავად აარჩიეს სონეტები და მუშაობდნენ სწორ გამოთქმებზე.
მონაწილეებმა ქართულ და ინგლისურ ენებზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ და უილიამ შექსპირის რამდენიმე სონეტი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ინფორმირება პოეზიის მსოფლიო დღის შესახებ, მხატვრული კითხვის პოპულარიზაცია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
ღონისძიება ინტეგრირებული ხასიათის იყო. ინგლისური და ქართული ენის კათედრების წევრები არიან - ცისანა კირთაძე, ევგენია ნატრიაშვილი და მანანა კოხოძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს