მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეკა თევზაძე კერძო სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, რომელიც მუდამ სიახლეებისკენ მიისწრაფვის, უყვარს თავისი პროფესია და მოსწავლეები. პედაგოგი ზრუნავს მოსწავლეებს საუკეთესო სასწავლო გარემო შეუქმნას, ხარისხიანი განათლება შესთავაზოს და მათ საგანი შეაყვაროს.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ეკა თევზაძესთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- პროფესიის სიყვარული; მოსწავლეების სიყვარული; უყვარდეს და მუდამ ეძებდეს სიახლეებს.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- საგნის საუკეთესოდ სწავლებას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ძალიან მიყვარხარ!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- პროფესიას არ შევიცვლიდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ლამაზი, კეთილი, მზრუნველი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მთელი გულით შევიყვარე ჩემი ყველა მოსწავლე.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- რატომ ეზარებოდათ ბავშვებს სწავლა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.