მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თამარ გოზალიშვილი კერძო სკოლა „ცოდნას“ მათემატიკის მასწავლებელია, მეგობრული და მოსიყვარულე პედაგოგი, ზრუნავს მოსწავლეებთან სასიამოვნო და უშუალო ურთიერთობა ჰქონდეს. მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა წარმატებული მოსწავლეებია, ზრუნავს მათ შეუქმნას გარემო, სადაც თავიანთ ნიჭს, უნარებსა და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ და განივითარებენ. თაობების სამსახურში წარმატებულ საგანამანათლებლო საქმიანობას ეწევა და ქვეყანას ღირსეულ ახალგაზრდებს უზრდის.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ თამარ გოზალიშვილთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- მეგობრული, ყურადღებიანი და მომთმენი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ყოველი მოსწავლის ორგანიზებულობას საგაკვეთილო პროცესისთვის.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- არ იჩქარო! ყურადღებით!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ საჭიროების მიხედვით, ჩავაბარებდი ქიმიას და მეტ დროს დავუთმობდი ფიზიკას!
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მოსიყვარულე და მეგობრული.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- წარმატებული მოსწავლეების ყოლა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ქიმია და საქართველოს ისტორია!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.