მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თამარ ოქრიაშვილი კერძო სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასის მასწავლებელია, მოსწავლეებისთვის მოსიყვარულე, სამართლიანი და მოწესრიგებული. თვლის, რომ სასწავლო პროცესში მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი წარმატება ახსნილი მასალის სრულყოფილად ათვისებაა, სწორედ ამიტომ, განაკუთრებით ზრუნავს სასწავლო პროცესი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად წარმართოს და მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლება შესთავაზოს.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ თამარ ოქრიაშვილთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ცოდნის გადმოცემის უნარი, უნდა იყოს კარგი მედიატორი, შრომისმოყვარე.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- თითოეული მოსწავლის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყურადღებით მოვისმინოთ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- მომავალ პროფესიად ისევ მასწავლებლობას ავირჩევდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მოწესრიგებული, სამართლიანი, მოსიყვარულე.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ყველაზე დიდი წარმატება მასწავლებლისთვის, მოსწავლის მიერ შესასწავლი მასალის სრულყოფილად ათვისებაა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ადამიანის შინაგანი სამყარო, ფსიქოლოგია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.