სიახლეები
პიროვნება

„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს ურთიერთპატივისცემას“ - კერძო სკოლა „ცოდნას“ მასწავლებელი ხათუნა გრძელიძე
26-03-2024
-
+


კერძო სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა გრძელიძე კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისთვის საქმისა და მოსწავლეების სიყვარული უმნიშვნელოვანესია. პედაგოგი ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა, მათ ყოველთვის გულისყურით უსმენს და თითოეულის აზრს ითვალისწინებს. სწორედ ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება ეხმარება მას მოსწავლეთა ნდობის მოპოვებაში. 

მასწავლებელი ხათუნა გრძელიძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ადამიანის სიყვარული, საკუთარი საქმის სიყვარული, თვითგანვითარებაზე ზრუნვა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ერთმანეთის მიმართ პატივისცემას-ერთმანეთის მოსმენას (მოსმენის კულტურის ქონა), ერთმანეთის უფლებებისა და მოვალეობების გათვალისწინებას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „დააკვირდი საკუთარ ქცევას, სხვას ხომ არ უშლით ხელს?“

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- მეტს ვიმეცადინებდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მიღებული მაქვს სტატუსები: „წლის სათნო მასწავლებელი“, „წლის სამართლიანი მასწავლებელი“.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლე დაინტერესებულია ქართული ლიტერატურით.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- რა დანიშნულება მქონდა სამყაროში ანუ რატომ დავიბადე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება