მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველების პედაგოგი ია ულუმბელაშვილი თავისი საქმის პროფესიონალია. მისთვის საკლასო ოთახში დისციპლინის დაცვა უმნიშვნელოვანესია, რაც როგორც თავად აღნიშნავს, ურთიერთპატივისცემის და მოსწავლეთა აზრის გათვალისწინების გარეშე ვერ მიიღწევა. ბავშვებს ხშირად ასხამს ხოტბას, სწავლის მოტივაციას აძლევს და ყოველთვის მხარს უჭერს.
პედაგოგი ია ულუმბელაშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ბავშვების სიყვარული, პროფესიონალიზმი, კარგი ახსნისა და გადმოცემის უნარი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ურთიერთპატივისცემას, მოსწავლეებს შორის ნააზრევის მოსმენა/გააზრებას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- საუკეთესო ხარ, მიყვარხარ, მიხარია ასე რომ იცი, თქვენ ხომ ჩვენი მომავალი ხართ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- მეტი დრო მექნებოდა სწავლისთვის და აუცილებლად ვისწავლიდი ინგლისურს. რა თქმა უნდა, ისევ პედაგოგიურზე ჩავაბარებდი, რადგან ეს ისაა რაც პირველი კლასიდანვე მინდოდა.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ცოტა მკაცრი, მაგრამ საყვარელი და მზრუნველი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ჩემი საგნის გამორჩეული სიყვარული და დაინტერესება.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- რა ხდებოდა კოსმოსში და არსებობს თუ არა იმქვეყნიური ცხოვრება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.