მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინო წერელოვი კერძო სკოლა „ცოდნას“ ინგლისური ენის მასწავლებელია, მოსწავლეებისთვის მეგობრული, ხალისიანი და საყვარელი პედაგოგი, ბავშვობიდანვე შეყვარებული იყო ინგლისურ ენაზე. ფიქრობს, რომ მასწავლებლისთვის აუცილებელია იმ საგნის სიყვარული, რომელსაც ასწავლის, რათა მოსწავლეებსაც შეაყვაროს და მათ ხარისხიანი განათლება შესთავაზოს.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნინო წერელოვთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ბავშვებისადმი სიყვარული, საგნის სიყვარული, რომელსაც ვასწავლით, კომუნიკაბელურობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ყველა მოსწავლე ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- მოვუსმინოთ მასწავლებელს და ერთმანეთს.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ ავირჩევდი საკუთარ პროფესიას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ლამაზი, საყვარელი, მეგობრული, ხალისიანი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- როდესაც ყველა მოსწავლე წარმატებით ითვისებს შესწავლილ მასალას.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- უცხო ენები, განსაკუთრებით კი ინგლისური.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.