მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მაია გალდავა კერძო სკოლა „ცოდნას“ ქიმიის უფროსი მასწავლებელია, რომლისთვისაც საგნის და ბავშვების სიყვარული, ტოლერანტობა და შრომისმოყვარეობა - ის მთავარი ღირებულებებია, რაც კარგ მასწავლებელს უნდა გააჩნდეს. ამ ფასეულობებით კი, მოსწავლეებს დიდი სიყვარულით ასწავლის, ცდილობს, მათი ფსიქოლოგია უკეთ შეისწავლოს და თითოეული მოსწავლე საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურად ჩართოს, როგორც თავად აღნიშნავს, დრო რომ უკან დაბრუნდეს სწორედ ფსიქოლოგიას შეისწავლიდა სიღრმისეულად.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მაია გალდავასთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- საგნის და ბავშვების სიყვარული, ტოლერანტობა და შრომისმოყვარეობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- როცა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის მყარდება ურთიერთპატივისცემა და პატივს სცემენ ერთმანეთის შრომას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღ! მადლობა! კარგია! ფორმულები ზეპირად!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- უფრო ღრმად შევისწავლიდი ფსიქოლოგიას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- სამართლიანი და მეგობრული.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლე რომელიც სემესტრის დასაწყისში იყო სრულიად გულგრილი, ახლა არის ძალიან მოტივირებული და კარგი მოსწავლე.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ფსიქოლოგია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.