მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მედეია ბოლქვაძე კერძო სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების პედაგოგია - ბავშვობაში მსახიობობაზე ოცნებობდა, დღეს, მასწავლებლის როლში, საკლასო სცენაზე გადის და მოსწავლეებს ყველაზე მნიშვნელოვანს - განათლებას სთავაზობს. როგორც თავად ამბობს დაწყებითი კლასების პედაგოგი, კარგი მსახიობიც უნდა იყოს.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მედეია ბოლქვაძესთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- საგნის სიყვარული, შრომისმოყვარეობა, ბავშვების სიყვარული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- თუ მოსწავლე პატივს სცემს მასწავლებელს, მოწესრიგებულია, არის დაინტერესება მოსწავლის მხრიდან , მაშინ კლასში დისციპლინა მოწესრიგებულია.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ ავირჩევდი პედაგოგის პროფესიას, აუცილებლად ვისწავლიდი 2 უცხო ენას მაინც და ბევრს ვიმუშავებდი პროფესიული კარიერის ამაღლებისათვის.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მომთხოვნი, მკაცრი, ობიექტური.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ჩემი აზრით, წარმატება მიმიღწევია, როდესაც ვიმსახურებ მოსწავლეებისა და მშობლების სიყვარულს და ერთგულად ვემსახურები მომავალი თაობის აღზრდას.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ბავშვობაში განსაკუთრებით მაინტერესებდა ლექსების მხატვრულად წაკითხვა, ვოცნებობდი მსახიობობაზე; ეს ყოველივე გამომადგა ჩემი არჩეული პროფესიის შესწავლაში, ვფიქრობ დაწყებითის პედაგოგი, კარგი მსახიობიც უნდა იყოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.