მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლაში, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგის - ლამზირა ონიანის ხელმძღვანელობით, IX კლასის მოსწავლე მარიამ სილაგაძემ, ტყის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაციის შემდგომ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კლასში საინტერესო დისკუსია გაიმართა.
ამ დღეს გამართულ აქტივობებში ასევე სხვა მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ.
მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს მოფრთხილებაში და სკოლის ეზოში ხეები დარგეს.
„ჩვენი სკოლის ხასხასა მწვანე ეზოს კი რამდენიმე ახალი ბინადარი შეემატა და კიდევ უფრო გაამდიდრა გარემო“ - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო.
1971 წელს გაეროს გენერალური ასამბლეამ 21 მარტი გამოაცხადა ტყეების საერთაშორისო დღედ და მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ტყის მნიშვნელობის თაობაზე და გამეჩხრებული ტყის ტერიტორიის შევსება-აღდგენა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს