მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, თემაზე - „მავნე ჩვევები და მათი დაძლევის შესაძლებლობები“.
შეხვედრა, 21 მარტს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მოეწყო.
მომხსენებელი გახლდათ ამავე საჯარო სკოლის დირექტორი, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი თამაზ ბარბაქაძე, რომელმაც სკოლის მოწაფეებს დეტალურად გააცნო და ესაუბრა ისეთ მავნე ჩვევათა უარყოფით გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე როგორიცაა: თამბაქო, ალკოჰოლი და ნარკოტიკი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა საინტერესო, შემეცნებითი, ინფორმაციულად ტევადი იყო, თანამედროვე ახალგაზრდობისათვის მნიშვნელოვანი, სწორი გზავნილებისა და მოწოდებებით გამოირჩეოდა.
სკოლაში დიდ მადლობას უხდიან სკოლის ხელმძღვანელს ბავშვებისათვის გულწრფელი, კომპეტენტური და ყურადსაღები რჩევებისა და საჭირო ინფორმაციის მიწოდებისთვის.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს