მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა კონფერენციასა და საგანმანათლებლო აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მე-12 კლასის მოსწავლეები: ემილ კაზიმოვი, ვუსალ ვალიევი პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილის ორგანიზებით მიწვეულნი იყვნენ კონფერენციაზე, რომლის თემა გახლდათ „არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში“.
კონფერენციის ორგანიზატორი იყო არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ანა კვიჟინაძე, ხოლო ორგანიზატორი პედაგოგები: ნინო სამხარაული, ნინო ნატროშვილი, ქეთევან ქიტესაშვილი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონფერენციაზე მონაწილეობის მიღება, პრეზენტაციის წარდგენა გულისხმობდა მოსწავლეთა თვითაქტუალიზაციას. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია მაღალ დონეზე იყო ორგანიზებილი, ის ორ ეტაპად იყოფოდა, პირველი ეტაპის შემდეგ გამოცხადდა შესვენება, მასპინძლები სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით, ამავე დროს სხვადასხვა სკოლის ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცნოთ ერთმანეთი.
სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს პრეზენტაცია და 16 სკოლის წარმომადგენლებს შორის დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს. კონფერენციის ბოლოს პრეზენტაციის წარმდგენ პედაგოგებს და მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატი.
ეს დღე ერთ-ერთი არაჩვეულებრივი დღე იყო სასკოლო ცხოვრებაში.
„მოსწავლეებმა მიიღეს გამოცდილება, გაიზიარეს მრავალი საპროექტო იდეა, რომელსაც ხორცს შეასხამენ, განახორციელებენ, აიმაღლებენ ცნობიერებას და სხვა ბავშვებსაც ჩართავენ, დაეხმარებიან მათ შესაძლებლობის განვითარებაში. ასევე ასეთი კონფერენცია იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ბავშვებს ლიდერობის უნარ-ჩვევები უყალიდებათ, ეჩვევიან დიდ აუდიტორიის წინაშე გამოსვლას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას, რაც დაეხმარებათ შემდგომ ცხოვრებაში სირთულეებთან გასამკლავებლად, თავის დასამკვიდრებლად, პრობლემების გადასაჭრელად, იქნებიან აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წევრები, სიკეთეს მოუტანენ თემს, სკოლას, ქვეყანას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს