მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა.
მე-7 ბ კლასის მოსწავლეები სლოგანის - „ერთად დავამარცხოთ სტერეოტიპები“ გარშემო გაერთიანდნენ და დამრიგებლის - თამილა დუმბაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
მათ თემატური პოსტერები - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ შექმნეს, ერთმანეთს გაუზიარეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ მოძიებული ინფორმაციები და თავიანთი წვლილი შეიტანეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.
„დაუნის სინდრომის მქონე პირებმა თავად უნდა მიიტანონ თავიანთი სათქმელი ადამიანებამდე, მათი ხმა უნდა ისმოდეს საზოგადოებაში - ჩვენ შევეცადეთ ჩვენი სათქმელი ასეთი აქტივობით გამოგვეხატა და აგვემაღლებია ცნობიერება. ჩვენი ვალია მივიტანოთ ერთმანეთთან სათქმელი „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს