მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მანანა ლონდარიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც სკოლა ყველაფერია. აანალიზებს რამდენად ღირებულ საქმეს ემსახურება და ამას მთელი პასუხისმგებლობით აკეთებს. როგორც თავად გვიყვება, ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ მოსწავლეებს მისი სჯერათ. ამაყია თავისი სკოლით, პედაგოგიური კოლექტივით, აღნიშნავს, რომ შეკრულნი არიან ერთ გუნდად და ზრუნავენ სკოლის წარამტებაზე.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მანანა ლონდარიძესთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- მზრუნველი, სამართლიანი, პასუხისმგებლიანი.
მასწავლებელს,დირექტორს ძალისხმევა და პასუხისმგებლობა თუ არ აქვს, შეუძლებელია სკოლაში იმუშაოს. რაც შეიძლება ბევრი სითბო და სიყვარული უნდა გასცეს.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოსწავლეებში ამაღლებულ მოტივაციას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყურადღებით მომისმინეთ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ვისურვებდი, რომ ისევ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში მესწავლა, რადგან სკოლა ჩემთვის ყველაფერია, სკოლაში თავისუფლად ვსუნთქავ.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მზრუნველი, თბილი, სამართლიანი - ასე მგონია.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეები მისმენენ, ესმით და სჯერათ ჩემი. ასევე, ამაყი ვარ ჩვენი პედაგოგიური კოლექტივით, ჩვენ ერთი გუნდი ვართ.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ვინ ვიქნებოდი მე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.