მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებუოლი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წახალისებას ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში.
ამჯერად, მოსწავლეები მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელის, ლადო აფხაზავას მასტერკლასს დაესწრნენ, რომელიც ეხებოდა თემას - „მომავლის გამოწვევები და ფიქრები განათლებაზე“.
მასტერკლასი 23 მარტს, ქუთაისში ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“, საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.
მასტერკლასს წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები:ლუკა ტყაბლაძე (თავმჯდომარე), ანა ფანცხავა და IX კლასის მოსწავლე ერეკლე გედენიძე ესწრებოდნენ.
სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის სახელით მადლობას უხდიან დღის ორგანიზატორებს: მარია გეთიაშვილსა და ლადო აფხაზავას.
სასკოლო საზოგადოებამ კი, განსაკუთრებულ მადლობა გადაუხადა დირექტორს ფაქიზო ფანჩულიძეს, რომლის მხარდაჭერითაც მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ მასტერკლასს.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
სწორი პასუხები და შეფასების სქემები ყველა საგანში - ეროვნულები 2024
სკოლაში კურსდამთავრებულებით ამაყობენ. ასევე განსაკუთრებულ მადლობას სკოლის პედგოგებს უხდიან, რომელთაც მოსწავლეთა განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით
„მთავარია ჩვენ არ გავჭედოთ ქულების ნახვის დროს!“
„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...