სიახლეები
სკოლები

ორბელის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პრეზენტაცია
26-03-2024
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისათვის საუკეთესო აქტივობები იგეგმება და მათში მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად, ქართულ ენასა დ ლიტერატურაში, მასწავლებლის ნატო მეშველიანის ხელმძღვანელობით,  მე-9 კლასში გაიმართა პრეზენტაცია, ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის - „ქვევრი“ და რევაზ გაბრიაძის სცენარის მიხედვით გადაღებული ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - „ქვევრის“, კინოვერსიის მიხედვით. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე წარმოაჩინეს თავიანთი შეხედულებები: როგორ შეიცვალა ან არ შეიცვალა ტექსტის ფილმად გადაკეთების შემდეგ? რა იწვევს სიცილს? როგორ ეხმარება კინოენა რეჟისორს სათქმელის გადმოცემაში? როგორ აფასებენ რეჟისორის ინტერპრეტაციას და რატომ?

მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს რა ნაბიჯები გადადგეს დავალების შესრულების სხვადასხვა ეტაპზე. რა გაუძნელდათ, რა გაუადვილდათ, რას შეცვლიდნენ, აქტივობის - „მე რომ რეჟისორი ვიყო“, ფარგლებში. მათ წარმოაჩინეს ქვევრის ხელოვნების საიდუმლოებები, განსაზღვრეს თუ რას წარმოადგენს ქართველი კაცისათვის ქვევრი და რა არის მისი ლეჩხუმური შესატყვისი.

ასევე, მოსწავლეებმა ისაუბრეს აქვს თუ არა დღეს ამ ჭურჭელს დატვირთვა. დიაგრამებისა და ნახატების სახით წარმოადგინეს მსგავსება, განსხვავება მოთხრობასა და კინოვერსიას შორის.

მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სწორი პასუხები და შეფასების სქემები ყველა საგანში - ეროვნულები 2024

გამოცდის შედეგების გასაჩივრება ხვალიდან, 7 აგვისტოდან დაიწყება - ინსტრუქცია

ელენემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ინგლისურ ენაში, შეძლო და მაქსიმალური ქულები მოიპოვა, მაღალ ქულაზე ჩააბარა სამოქალაქო განათლების გამოცდაც 

ლიტერატურისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია - იხილეთ სწორი პასუხები და შეფასების სქემები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებით ამაყობენ. ასევე განსაკუთრებულ მადლობას სკოლის პედგოგებს უხდიან, რომელთაც მოსწავლეთა განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით

სკოლა სიხარულით გვიზიარებს, ახალგაზრდების მაღალ ქულებს... 

„ჩვენი სკოლის ადმინისტრაცია და კლასის დამრიგებელი ნადია უშიკიშვილი, ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს სტუდენტობას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს“ 

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება