სიახლეები
სკოლები

თბილისის N128 საჯარო სკოლაში ვარსქენ პიტიახშის იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა
26-03-2024
-
+


თბილისის N128 საჯარო სკოლა, რომელსაც მინიჭებული აქვს ავტორიზებული სტატუსი, ორიენტირებულია მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე. სკოლის პროფესიონალი გუნდი ცდილობს, თანმიმდევრულად და უწყვეტად დანერგოს სკოლის მიერ გაზიარებული მისია თუ ხედვა; შექმნილია პოზიტიური, უსაფრთხო სასკოლო გარემოს და როგორც ჩვენთან საუბრისას განმარტავენ - „სწავლის სწავლაზე“ ორიენტირებით ხელს უწყობენ   სოციალურად აქტიური და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეების ფორმირებას.

აღსანიშნავია, რომ თბილისის N128 საჯარო სკოლა ზრუნავს, დასახული მისიის შესასრულებლად გამოიყენოს არაფორმალური განათლების შესაძლებლობები და სწორედ ამ მიზანს ემსახურება მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რომელთა შორის გახლავთ კლასგარეშე აქტივობებისა და სხვადასხვა სასწავლო პროექტების დანერგვა.

„არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობით, ბავშვებს ვაძლევთ შესაძლებლობას,  დამოუკიდებლად წარმართონ სწავლების პროცესი, შექმნან და დაიცვან საკუთრი ნამუშევრები“, - განმარტავენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.

ჩვენ კი ამ მიმართულებით ჩატარებულ აქტივობებს წარმოგიდგენთ - მათ შორის ვარსქენის სასამართლოს. 

გიზიარებთ ქართული ენის პედაგოგის - თინა ბურკაძის გამოცდილებას:

„ადამიანთა ბობოქარი ვნებების წიგნს“ უწოდებს „შუშანიკის წამებას“  თამაზ ჭილაძე. მასში არაერთი საზოგადო პრობლემაა დასმული, მათ შორის პრობლემა ქალისა, მისი პირადი განცდებისა; რწმენისა და პრინციპების ერთგული შუშანიკი მსხვერპლი გახდა თავისი იდეალებისა, რომლებიც არად ჩააგდო ვარსქენმა  და უამრავი შეურაცხყოფის, ცემისა და დამცირების შემდეგ საპყრობილეში გამოკეტა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. სწორედ ამ საქციელის გამო 128-ე საჯარო სკოლის X - I კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გაესამართლებინათ ვარსქენი.

პერსონაჟის გასამართლება, ამჯერად ისტორიული პერსონაჟისა, დიდ ინტერესსა და ვნებათაღელვას იწვევს მოსწავლეებში. მათ ხიბლავთ ახალ, უცნობ და მიმზიდველ ამპლუაში ყოფნა, იურისტობა ბევრი მათგანის ოცნებაა. გარდა ამისა, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების წარმოჩენის სურვილი უჩნდებათ, რაც ერთგვარი გამოწვევაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უღრმავდებიან ტექსტს ,განსაკუთრებული კრიტიკული დამოკიდებულებით კითხულობენ თითოეულ დეტალს, ეცნობიან კრიტიკოსთა ნააზრევს, ამჯერად ისტორიული წყაროებიც იყო მათი შესწავლის ობიექტი. ყველაფერმა ამან მნიშვნელოვნად გააფართოვა მათი ცოდნის თვალსაწიერი.

ტექსტის შესწავლის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა ვარსქენის გასამართლება და გაგვერკვია, რამდენად არის დამნაშავე იგი შუშანიკის სიკვდილში, ქალის პირადი გრძნობების უგულებელყოფაში. მოსწავლეებმა თავად აირჩიეს, ვინ ვის როლს მოირგებდა, ვინ ვისი დამცველი იქნებოდა .რაღაც ხიბლს ვარსქენის მიმართაც გრძნობდნენ, ამიტომ ერთ-ერთმა (საბა ჯანყარაშვილი) მაშინვე გამოხატა სურვილი, ყოფილიყო ვარსქენი.

არც ერთმა მხარემ არ იცოდა, რა კითხვები და არგუმენტები ჰქონდა მოწინააღმდეგეს. თუმცა ტექსტისა და ისტორიული წყაროების გათვალისწინებით ცდილობდნენ, ყველა მოსალოდნელი ბრალდება გაეაზრებინათ. ამიტომ გულმოდგინედ ემზადებოდნენ.

მოსწავლეები გაეცნენ ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლისა და ადვოკატის ფუნქციებს. გამომძიებელმა და ბრალმდებელმა შეადგინეს კითხვები თითოეული მოწმის დაკითხვის მიზნით; სისხლის სამართლის კოდექსში მოძებნეს შესაბამისი მუხლები, რომლებითაც შეიძლებოდა ვარსქენის ბრალის დამძიმებაც და შემსუბუქებაც.

გამომძიებელმა (მარი ხარატი) მოამზადა ანგარიში და პირდაპირ სასამართლოში, ისე, რომ დადგმული არაფერი ყოფილა, წარმართა პროცესი. პერსონაჟები კითხვებს პასუხებს სცემდნენ ტექსტიდან გამომდინარე ან პერსონაჟის ხასიათზე დაყრდნობით .განაჩენის გამოტანა ნაფიცი მსაჯულებისა და მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული.

ბავშვები ისეთ ფაქტებსა თუ დეტალებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რომ პროცესი ძალიან საინტერესო, ემოციური, დაძაბული და შემოქმედებითიც კი გამოვიდა. ვერ  ვიტყვი, რომ გასამართლება უხარვეზოდ წარიმართა, მაგრამ ძალიან ცოცხალი, შთამბეჭდავი და აზარტულიც კი იყო, რადგან ხშირ შემთხვევაში პასუხებიდან გამომდინარე უწევდათ ახალი კითხვების მოფიქრება, გაუთვალისწინებელი არგუმენტების ძიება და საკუთარი პოზიციების დამაჯერებლად დასაბუთება. განწყობა ვარსქენის მიმართ თავიდანვე უარყოფითი იყო, მაგრამ იმდენად კარგი ადვოკატები (ლიზი კაჭარავა, ნიკა გაჩეჩილაძე) ჰყავდა, რომ ხანდახან „ჩიხშიც“ კი ემწყვდეოდნენ შუშანიკის დამცველები (ნინი კასრაძე, მათე მახათაძე). სწორედ ადვოკატთა მზაობამ განსაზღვრა ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება, შეემცირებინათ ვარსქენის მსჯავრი. დისკუსია, სახელდახელო თუ დაგეგმილი, არაერთხელ ჩაგვიტარებია, მაგრამ გასამართლება ზეპირი პრეზენტაციის, კომპლექსების დაძლევის, მოქალაქეობრივი პოზიციის, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის... უნარ-ჩვევების განვითარებისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

25 თებერვალი - თბილისი წითელმა არმიამ დაიკავა - 104 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

ზოგადი განათლების კანონში შესატანი ცვლილებები ცნობილია

შედეგების მიუხედავად ისინი უმაღლესში ვერ ჩაირიცხებიან 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის ღონისძიება მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლა

საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება