მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N128 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეები, საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, ჩართულები არიან სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.
მათ შორის აღსანიშნავია, რომ სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში შემეცნებითი ხასიათის შეხვედრებიც ხშირად ტარდება.
ახლახან, „თსუ-ს დესპანის“ პროექტის ფარგლებში, სკოლას ესტუმრნენ საკუთრი კურსდამთავრებულები: ანა ლაფაჩი და გიორგი ჩხიკვაძე.
წარმატებულმა სტუდენტებმა, შეხვედრის ფარგლებში, IX, X,XI კლასის მოსწავლეებს გააცნეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ, ესაუბრნენ სტუდენტურ ცხოვრებაზე და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია თსუ-ს გაცვლით და საგანმანათლებლო პროგრამებზე.
„შეხვედრები საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა; მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობები მისასალმებელია, რადგან დაეხმარება სხვადასხვა პროფესიის შეცნობასა და სწორი არჩევანის გაკეთებაში.
ჩვენი სკოლა მადლობას უხდის „თსუ-ს დესპანის“ პროექტს და მზადაა, კვლავაც ითანამშრომლოს ამ მიმართულებით“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს