მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გამორჩეული და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში პოეზიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, ანა ნაჭყებიას სადამრიგებლო VIII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. მათ ამ დღის შესახებ ისაუბრეს და გალაკტიონ ტაბიძის ლექსები წაიკითხეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საღამოს საშუალო საფეხურის მოსწავლეები შუერთდნენ და მას საოცარი ელფერი შემატეს. ღონისძიებას პედაგოგები - ნატო ჯოლოხავა და ლარისა მალანია ხელმძღვანელობდნენ.
„სკოლაში პოეზიის საერთაშორისო დღემ ჩაიქროლა გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებასთან ერთად. თითოეულ მონაწილესა და მსმენელს მოუტანა წარუშლელი, ძნელად დასავიწყებელი ემოცია. ზეიმობდა პოეზია - უპირველეს ყოვლისა და აქ არაფერი არ ხდებოდა უსიყვარულოდ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს