მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას შეუერთდა.
სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების პედაგოგების - თამრიკო ყაველაშვილისა და ნონა მარტიაშვილის, ასევე სამოქალაქო განათლების კლუბის წევრის - ნინო ბანძელაძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ სკოლის სსსმ პედაგოგები: შორენა შეყლაშვილი და ლალი ყურაშვილი, რომლებმაც ისაუბრეს დაუნის სინდრომის შესახებ.
ღონისძიებაზე ასევე ფილმის ჩვენება მოეწყო, რის შემდგომაც გაიმართა საინტერესო დისკუსია.
შეხვედრის მიზანი იყო, მოსწავლეებში დაუნის სინდრომთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადი განათლების კანონში შესატანი ცვლილებები ცნობილია
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა