მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სლოგანით - „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ ეკოკლუბი „ნიკეს“ წევრებმა განახორციელეს და ის საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული.
მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა აიმაღლეს. მათ, ერთად, დაამსხვრიეს დაუნის სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ამინდი არ გაუმჯობესდა, სწავლა არ აღდგება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მომავალ თაობას შეიყვაროს კითხვა და გაიღრმაოს ცოდნა“