მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში გრძელდება ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კამპანია, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.
22 მარტს, სასკოლო პროექტის - „ჯანსაღი თაობა, ნათელი ფერებით“, ფარგლებში, VII კლასის მოსწავლეებმა სახალისო და ამასთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს I კლასის მოსწავლეებთან.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, დირექტორი ლალი შიხიაშვილი, ექიმი, სკოლის თვითმმართველობის და სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები და მასწავლებლები. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჰიგიენის შესახებ.
პრეზენტაციები ეხებოდა შემდეგ საკითხებს: ჯანსაღი ცხოვრების წესი; ჰიგიენა; პირადი ჰიგიენის ნივთები და მათი მოვლა; პირის ღრუს მოვლა და ა.შ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარების აქტიურობამ და მათმა ცნობისმოყვარეობამ პირადი ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით შეხვედრა მართლაც სახალისო და საინტერესო გახადა.
I კლასის თითოეული მოსწავლე დასაჩუქრდა ჰიგიენისა და თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებებით, რომლებიც თავად VII კლასის მოსწავლეებმა მოუმზადეს და გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფასილიტატორები: ანა პაპაშვილი და ლელა მინაძე გახლავთ.
„ვიზრუნოთ ჯანსაღ გარემოზე“ - ამ გზავნილით, მოსწავლეებს ჰიგიენაზე ზრუნვისა და ჯანსაღი გარემოს შექმნისკენ მოუწოდეს.
აქტივობაში, მონაწილეობდა კოდის საჯარო სკოლის თვითმმართველობის სამოქალაქო განათლების კლუბი და პედაგოგები: დალი გაბრიჭიძე, ანა პაპაშვილი და ლელა მინაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ამინდი არ გაუმჯობესდა, სწავლა არ აღდგება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობაში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის უდავოდ სახალისო და რაც მთავარია შემეცნებითი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები წიგნებიდან, ისაუბრეს საყვარელი გმირების შესახებ, თანატოლებს გაუზიარეს შთაბეჭდილებები