მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა აქტიურად შეუერთდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს.
მოსწავლეებმა პოსტერი - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ შექმნეს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
მათ ასევე ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ არსებული სტერეოტიპები დაამსხვირეს.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესით, ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ამინდი არ გაუმჯობესდა, სწავლა არ აღდგება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მომავალ თაობას შეიყვაროს კითხვა და გაიღრმაოს ცოდნა“