მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები შემოქმედებით და ინფორმაციულად დატვირთულ „პოეტური მარათონში“ ჩაერთნენ, რომელშიც მათთან ერთად ასევე, რამინ დიხამინჯიას სახელობის ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათთან ერთად აქტივობაში ჩართულნი იყვნენ მარათონის იდეის ავტორი კოტე ნაჭყებია და მუხურის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა.
მოსწავლეებმა მოინახულეს ძველი ხიბულა, პატივი მიაგეს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას, შემდგომ სოფელ ობუჯში გადაინაცვლეს ლეო ქიაჩელის სახლ-მუზეუმში.
აღნიშნული აქტივობების შემდეგ ისინი წალენჯიხაში, ტერენტი გრანელისა და ბოლოს, სოფელ მუხურში, ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
მოზარდებმა მოისმინეს საინტერესო ამბები, ჩერთნენ დისკუსიაში და წაიკითხეს ლექსები ზემოთ ხსენებულ პოეტთა შემოქმედებიდან.
ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და შემეცნებითი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ამინდი არ გაუმჯობესდა, სწავლა არ აღდგება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მომავალ თაობას შეიყვაროს კითხვა და გაიღრმაოს ცოდნა“