მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი - შევიდა შეტყობინება, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასაფეთქებელ მოწყობილობის არსებობას უკავშირდებოდა. სკოლაში ამჟამად სამართალდამცავები მუშაობენ.
დეტალების დასაზუსტებლად etaloni.ge სკოლის დირექტორს, ტარიელ ქათამაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამინისტროდან დაახლოებით 15:00 საათზე დაურეკეს და გააფრთხილეს, რომ სკოლაში შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა ყოფილიყო.
მისივე თქმით, მსგავსი შეტყობინება სხვა სკოლებთან დაკავშირებითაც შევიდა.
„ამ დროს პირველი ცვლის გაკვეთილები უკვე დასრულებული იყო და მეორე ცვლა იწყებდა სწავლას... ბუნებრივია, სასწავლო პროცესი შეწყდა. ამჟამად სამართალდამცავები არიან ჩვენს სკოლაში და როგორც ჩემთვის ცნობილია, მსგავსი შეტყობინება ქობულეთის რამდენიმე სკოლასთან დაკავშირებით შევიდა.
შესაბამისი სამსახურები იკვლევენ ვითარებას... ასაფეთქებლის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა. მშვიდობით ვართ“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა.
ამავდროულად, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებები ქობულეთის N1, N2, N3, N4, N6 საჯარო სკოლაშიც შევიდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური